კორდოვის სახალიფო
კორდოვის სახალიფო არაბ. خلافة قرطبة | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
კორდოვის სახალიფო 1000 წელს (აღნიშნულია მწვანე ფერით) | ||||
დედაქალაქი | კორდობა | |||
ენა | კლასიკური არაბული, ბერბერული, | |||
რელიგია | სუნიტური ისლამი | |||
ფართობი | 600 000 კმ2 | |||
მმართველობის ფორმა | მონარქია | |||
- 929-961 | აბდ ალ-რაჰმან III | |||
დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს (მთლიანად ან ნაწილობრივ) | ესპანეთი, პორტუგალია, მაროკო, გიბრალტარი | |||
კორდოვის სახალიფო — ფეოდალური სახელმწიფო პირენეის ნახევარკუნძულზე, დედაქალაქი კორდოვა. 756 წელს ომაიანმა აბდ ალ-რაჰმან I–მა აქ შექმნა კორდოვის საამირო, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა აბასიანთა სახალიფოსგან. IX საუკუნის მიწურულში კორდოვის საამირო დაიშალა ცალკეულ ფეოდალურ სამფლობელოებად. აბდ ალ-რაჰმან III–მ (912–961 წწ.) გააერთიანა ეს სამთავროები და 929 წელს თავი ხალიფად გამოაცხადა. კორდოვის სახალიფო ცენტრალიზებული დესპოტია იყო, სადაც მთელი ძალაუფლება ხალიფას ეკუთვნოდა. მეორე ფიგურა იყო მთავარი მინისტრი — ჰაჯიბი. ხალიფა ალ-ჰაქამ II–ის (961–975 წწ.) სიკვდილის შემდეგ კორდოვის სახალიფოს ფაქტობრივად განაგებდა ჰაჯიბი მუჰამად იბნ ამირ ალ-მანსური (976–1002 წწ.); მერე კი მისი ძე აბდ ალ-მალიქი (1002–1008 წწ.). კორდოვის სახალიფო წარმოადგენდა არაბული კულტურისა და მეცნიერების უმნიშვნელოვანეს ცენტრს. აქაურმა მეცნიერებმა დიდი როლი ითამაშეს ევროპაში ანტიკური მეცნიერების ტრადიციების შენარჩუნებაში. XI საუკუნის I მესამედი აღინიშნა ფეოდალური შინაომებით. 1031 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს და კორდოვიდან განდევნეს უკანასკნელი ხალიფა ჰიშამ III. კორდოვის სახალიფო მრავალ წვრილ საამიროდ დაიშალა.
მმართველთა სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომაიანი ამირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 756-788 აბდ ალ-რაჰმან I
- 788–796 ჰიშამ I
- 796–822 ჰაქიმ I
- 822–852 აბდ ალ-რაჰმან II
- 852–886 მუჰამად I
- 886–888 მუნზირი
- 888–912 აბდ ალ-ალაჰი
- 912–929 აბდ ალ-რაჰმან III
ომაიანი ხალიფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 929–961აბდ ალ-რაჰმან III
- 961–976 ჰაქიმ II
- 976–1008 ჰიშამ II
- 1008-1009 მუჰამად II
- 1009–1010 სულეიმან II
- 1010–1012 ჰიშამ II მეორედ
- 1012–1016 სულეიმან II მეორედ
- 1017 აბდ ალ-რაჰმან IV
ჰამუდიდების ხალიფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1016–1018 ალი იბნ ჰამუდ ალ-ნასირი
- 1018–1021 ალ-ქასიმ იბნ ჰამუდ ალ-მამუ
- 1021–1023 იაჰია იბნ ალი იბნ ჰამუდ ალ-მუთალი
- 1023 ალ-ქასიმ იბნ ჰამუდ ალ-მამუ მეორედ
ომაიანების ხალიფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1023–1024 აბდ ალ-რაჰმან V
- 1024–1025 მუჰამად III
- 1025–1031 ჰიშამ III
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Simon Barton, A History of Spain (New York: Palgrave MacMillan, 2004).
- Anwar G. Chejne, Muslim Spain: Its History and Culture (Minneapolis: The University of Minnesota Press, 1974)
|